გორში ახალგაზრდამ თავის დაწვა სცადა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა მამაკაცმა გორში თავის დაწვა სცადა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სტალინის სახელობის სკვერში მოხდა. ახალგაზრდამ ამ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილების მიზეზად, სოციალური მდგომარეობა დაასახელა.

როგორიც თავად ამბობს, ბოლო პერიოდში სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. მამაკაცის დახმარება თვითმხილველებმა შეძლეს, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, ახალგაზრდა პოლიციაში იმყოფება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი