ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა. ინფორმაციას და ვიდეოს ადგილიდან ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.
ირკვევა, რომ 28 ნომერში, მშენებარე კორპუსის უკან, ჩამოინგრა მთლიანი ფერდი, გაფუჭდა ბუნებრივი აირის მილები და წყალგაყვანილობის სისტემა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო პოლიცია.