“ქართული ოცნების" დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, კახა კალაძე 66,2%-ს მიიღებდა, ხოლო ნიკა მელია- 33,8%-ს.
პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტის აღება შეუძლია.
პროპორციული წესით თბილისის საკრებულოს არჩევნებზე, პაპუაშვილი ამბობს, რომ კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
- ქართული ოცნება ოცნება – 46.3%
- ნაციონალური მოძრაობა – 23.3%
- გირჩი – მეტი თავისუფლება – 5.3%
- საქართველოსთის – 5.2%
- მოქალაქეები – 3.3%
- სტრატეგია აღმაშენებელი – 2.3%
- ლელო – 2.3%
- პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
- ევროპული საქართველო – 1.4%
- გირჩი – 1.2%
- ლეიბორისტული პარტია – 0.9%
- ერთიანი სქართველო – 0.8%
- სხვა პარტიები – 5.6%
"ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის განმარტებით, სოციოლოგიური კვლევა თბილისში 2-8 აგვისტოს პირისპირ ინტერვიუს ფარგლებში ჩატარდა და 3 446 გამოკითხულიდან ფავორიტი პარტია 2 728-მ (საერთო რაოდენობის 79.2%-მა) დაასახელა. კვლევის ცდომილება, მისი ინფორმაციით, 2.2 პროცენტს შეადგენს და გამოკითხვა პარტიაში 2020 წლიდან მოქმედმა სოციალური კვლევების ჯგუფმა ჩაატარა.