უკანონო ბორდერიზაცია ათამდე სოფელში - ოკუპანტები მერეთში გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

ქართველი სამართალდამცველები ჟურნალისტებს სოფელ მერეთში შესვლის საშულებას არ აძლევენ, თუმცა "მთავარ არხს" ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ მერეთში გადაღებული ვიდეოკადრები მიაწოდა.

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ოკუპანტები ე.წ. საზღვრის გავლებისთვის ემზადებიან. გარდა ამისა, "მთავარი არხი" ადგილობრივ მოსახლეობასაც ესაუბრა, რომლებიც შეშინებულები არიან და დახმარებას ითხოვენ. მოსახლეობა ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მერეთში დღის საათებში, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულები გადმოვიდნენ და ტერიტორიის გასუფთავება დაიწყეს.

ჩვენი ხელისუფლება კვლავ აგრძელებს არგაღიზიანების პოლიტიკას, მალავს ინფორმაციას. სამწუხაროდ, პოლიციას გადაკეტილი აქვს ყველა მისასვლელი და ჩვენ გვიჭირს იქ შესვლა და სწორი ინფორმაციის გამოტანა, თუმცა ჩანს აშკარად, რომ საოუკუპაციო ძალები ძალიან აქტიურად მოქმედებენ, - აცხადებს ქაცარავა.

ბორდერიზაციის განახლებას ადასტურებს სუს-ი და ამბობს, რომ ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი განცხადებას ავრცელებს  შეშოფოთებას გამოთქვას, თუმცა ზალკალიანის უწყების განცხადებით დასტურდება, რომ ხელისუფლება ბოლო ორ თვეში, შიდა ქართლში მიმდინარე პროცესებს მალავდა, რადგან ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ამ დროის განმავლობაში, ბორდერიზაციის პროცესი ათამდე სოფელში მიმდინარეობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი