დავით ფარადაშვილის ისტორია - ახალგაზრდას, რომელიც 20 ივნისს ხელისუფლებამ ინვალიდად აქცია, დაფინანსებაც შეუწყვიტა

გამოქვეყნდა:

გავრილოვის დირექტივით, საკუთარი ხალხისთვის მოწყობილი სადამსჯელო ოპერაციისას დაშავებული დათო ფარადაშვილის ცხოვრება 20 ივნისს თავდაყირა დადგა. თავის უმძიმესი ტრავმის, კომისა და რამდენიმე რთული ოპერაციის შემდეგ, მას სრულფასოვანი ცხოვრების გასაგრძელებლად ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, თუმცა ხელისუფლებამ რომელმაც სრულიად ჯანმრთელი ადამიანი პროტესტის გამო აქცია ინვალიდად, მას დაფინანსება შეუწყვიტა.

დათო ამ მოცემულობით ვეღარ გააგრძელებს რეაბილიტაციის კურსს და ყველა ძალისხმევა, რის შედეგადაც ახალგაზრდა მამაკაცმა სიარული და ლაპარაკი თავიდან ისწავლა წყალში ჩაიყრება.

მძიმე ისტორიის მიუხედავად, 20 ივნისის საქმეში მას დღემდე არ აქვს სამართლებრივი სტატუსი. სახელწიფო მას დაზარალებულად არ აღიარებს.

დავით ფარადაშვილისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსის დასრულებაა, რასაც მთავრობის დახმარების გარეშე ვერ გააკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი