ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები იხურება

გამოქვეყნდა:

სახელმწიფოსგან მიტოვებული ფსიქო-სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირები. ამ ტიპის პაციენტებისთვის მრავალპროფილურ საავადმყოფოებში არსებული სპეციალური დეპარტამენტები იხურება- მიზეზი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის დაფინანსება იმდენად მწირია რომ კლინიკები იძულებული ხდებიან პაციენტები სახლში გაუშვან.

 სამი კლინიკის დეპარტამენტიდან ორი უკვე დაიკეტა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი განყოფილება ივანე ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში იყო, რომელიც  გასულ თვეში  დაიხურა და პაციენტები სახლში გაუშვეს.

ერთადერთი კლინიკა თბილისში, სადაც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს ფსიქიკური დახმარების ცენტრი მე-5-ე საავადმყოფოა, თუმცა მისი არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი