ასე თუ გაგრძელდა, ესენი ახალ რეფერენდუმს ჩაატარებენ დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით - ნიკა გვარამია ღარიბაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ჯერ, რა ქვეყანა დავანგრიეთ, ფაბრიკა-ქარხნები გუგუნებდაო. პრაქტიკულად, პუტინის განცხადების პერიფრაზია, საბჭოთა კავშირის დაშლა გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო.

ახლა კიდევ ეს.

პრავდას კორესპონდენტია თუ გენადი ზიუგანოვი, ეს რეგვენი?

ps სინამდვიეში კი, საბჭოთა ნოსტალგიის პედალირებაზე უფრო პრორუსული ქცევა, პატრიოტთა ალიანსის წერილიც კი არაა პუტინთან. ძალიან საშიში თამაშია ეს და იმედია ჩვენი დასავლელი პარტნიორები აცნობიერებენ, ვისთან და რასთან აქვთ საქმე. ასე თუ გაგრძელდა, ესენი ახალ რეფერენდუმს ჩაატარებენ დასავლურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და კი მიიღებენ სასურველ (მათთვის და რუსეთისთვის) პასუხს"

წერს ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასებისას, რომელმაც გუშინ საბჭოთა ნოსტალგია გამოამჟღავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი