"ოცნება" გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებლობას ისევ გაურბის | სამკურნალო ფულის გარეშე დარჩენილი დაზარალებულები

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელიც რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას ატარებს, ახლა იმ ადამიანებსაც უწყვეტს დახმარებას ვინც ანტისაოკუპაციო მიტინგზე თავად დაასახიჩრა. 20 ივნისის დაზარალებულებს მთავრობა სამკურნალო ფულს აღარ აძლევს.

დაფინანსების გარეშე კი მაგალითად დავით ფარადაშვილი შესაძლოა ცხოვრების ბოლომდე ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული იყო. დაზარალებულები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათი დახმარების ნაცვლად პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

მაკო გომურის, კობა ლეთოდიანის და სხვა არაერთი დაზარალებულის შემდეგ ხელისუფლებამ უარი ახლა, დავით ფარადაშვილს უთხრა, გავრილოვის სისხლიან ღამეს დასახიჩრებულ ახალგაზრდა მამაკაცს. ფარადაშვილი თავის უმძიმესი ტრავმის და სხვა დაზიანებების გამო კომაში იყო,  ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია, ახლა კი ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება, იმისთვის რომ  სიარული და მეტყველება ისევ შეძლოს. ახალგაზრდა ფლორისტი მკურნალობის დაფინანსების გაგრძელებას ითხოვს, თუმცა ხელისუფლებას მის კითხვაზე ამ დრომდე პასუხი არ აქვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი