გორის მერიამ ატრაქციონებში 900 000 დახარჯა და დაკეტილ პარკში დაამონტაჟა

გამოქვეყნდა:

რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, გორის მერიამ დაკეტილ პარკში ატრაქციონების დამონტაჟებაში 900 000 ლარი დახარჯა.

გორის კულტურისა და დასვენების  პარკი რეაბილიტაციისთვის ერთი წლით დაიკეტა. "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს კი დღეს, 15 აგვისტოს, პარკში შესვლის საშუალება არ მისცეს.

გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ამტკიცებს, რომ ატრაქციონები ერთი წლის განმავლობაში უფუნქციოდ არ იქნება და არ გაფუჭდება.

"დგას, დამონტაჟებულია, გაიხსნება თუ არა ჩაირთვება. რატომ დაზიანდება, ხდება მისი ჩართვა, გასინჯვა, მოვლა-პატრონობა, უფუნქციოდ არ არის",- თქვა კონსტანტინე თავზარაშვილმა​​.

მერიის მხრიდან ასობით ათასი ლარის დახარჯვა ეჭვებს აჩენს ოპოზიციის წევრებისთვის, რომ ეს ბიუჯეტის ფულის ფლანგვის მორიგი შემთხვევა და სავარაუდო კორუფციაა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი