სწავლის დაწყებამდე 1 თვით ადრე ისევ ყველაფერი გაურკვეველია - მინისტრი მხოლოდ პარტიულ ღონისძიებებზე ჩნდება

გამოქვეყნდა:

სწავლის დაწყებამდე 1 თვეც აღარ რჩება, ქვეყანაში უმძიმესი ეპიდვითარებაა, ამ დროს კი განათლების მინისტრი მხოლოდ პარტიულ ღონისძიებებზე ჩნდება. არაფერს ამბობს როგო, როდის და რა ფორმით დაიწყება სწავლა სკოლაში.

უკიდურესობამდე დამძიმებული ეპიდ ვითარების გამო შესაძლოა სასწავლო პროცესი წელსაც ონლაინ რეჟმში გაგრძელდეს. დაუზუსტებელია რამდენი მასწავლებელი დაუბრუნდება სკოლას ვაქცინირებული. განათლების სამინისტროს არ უზრუნია პედაგოგების ინფორმირებულობაზე აცრის აუცილებლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საქმეში საერთაშორისო ორგანიზაცია იუნისეფი ჩაერთო საინფორმაციო კამპანიით.

მთავრობა ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებას ელოდება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი საბოლოო გადაწყვეტილება, დაუბრუნდებიან თუ არა მოსწავლეები წელიწადნახევრის შმდეგ საკლასო ოთახებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი