ძლიერმა ქარმა გორში 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა

გამოქვეყნდა:

ძლიერის ქარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში 20-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. როგორც გორის მერი აცხადებს, საცხოვრებელი სახლების სახურავებთან ერთად, ქარმა იმ შენობის გადახურვაც დააზიანა, რომელიც მერიას საბავშვო ბაღის მშენებლობამდე აქვს დაქირავებული.

კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადრბით, მას შემდეგ, რაც დაზიანებებს დეტალურად შეისწავლიან, მერია მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.

ძლიერი ქარი და წვიმა სოფელ საქაშეთში, დაახლოებით, 20 წუთს გრძელდებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი