მიწისძვრები სამებაში - მოსახლეობას სახლები უზიანდება, თუმცა მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა

გამოქვეყნდა:

 ბოლო ერთ კვირაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამებაში ​10-ზე მეტი მიწისძვრა დაფიქსირდა. მათგან ყველაზე ძლიერი 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

ადგილობრივები ამბობენ გახშირებული მიწისძვრების გამო  მათი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, თუმცა მათი პრობლემებით არავინ დაინტერესებულა. 

"ძლივს გამოვდივარ მდგომარეობიდან, წნევა, შიში... არავინ არ მოსულა, არავის არ უკითხავს რას ვშვებით, როგორ ვართ", ამბობს ანა ხარაიშვილი ადგილობრივი მცხოვრები.

სეისმოლოგები ამბობენ, რომ სოფელი ჯავახეთის ქედთან მდებარეობს, რომელიც ვულკანური წარმოშობისაა და შესაბამისად, არის სეისმური ზონა. მათი თქმით, დაბალი მაგნიტუდით მიწისძვრის 3 000-მდე ეპიცენტრია საქართველოში.

სპეციალისტების თქმით, ამ სიდიდის მიწისძვრა პატარა მიწისძვრების კლასს განეკუთვნება და მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა სამომავლო პროგნოზის გაკეთება რთულია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი