"არ გიშვებენ კინოთეატრში, თეატრალურ წარმოდგენებზე, რესტორანს კიდე აიტან" - მეუფე იაკობი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის ანტირეკორდი მყარდება, სასულიერო პირები კი რეგულაციების მოხსნის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვებით "ჩაგრავენ". 

გარდა ამისა, მღდველმთავრები ამბობენ, რომ არ აქვთ იმის კომპეტენცია, მრევლს ვაქცინის გაკეთებისკე  მოუწოდონ. 

"არ გიშვებენ კინოთეატრში, არ გიშვებენ თეატრალურ წარმოდგენებზე, კაი რესტორანს კიდე აიტან ადამიანი, თუ არ შეგიშვეს და რაღაცა, მარა მაინც გჩაგრავენ რა. იმიტომ, რომ ჯანმრთელი ხარ, ჯერჯერობით არ ხარ დაავადებული. ჯანმრთელი რადგან ხარ ცუდი ყოფილა. ალბათ, მოვა დრო და ნამდვილი ვაქცინაც იქნება, ნამდვილი წამალიც იქნება. ეხლა ვისაც იმედი აქვს აცრის, ის აიცრება, ვისაც არ უნდა იმასაც ვერ დააძალებ. ვერც იმას ეტყვი რატო იცრები, ვერც იმას ეტყვი რატო არ იცრები",- ამბობს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. 

მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ამტკიცებენ, რომ ანტივაქსერულ მოძრაობას ემიჯნებიან, თუმცა ამავდროულად აცრის ჩატარებაზე უარს ამბობენ. 

"მე პირადად გავიარე ექიმთან კონსულტაცია და ექიმმა მე არ მირჩია აცრა. თქვენ რატო არ მოუწოდებთ, იმიტო, რომ თქვენი პროფესია არ არის. ნდობა იმიტომ გვაქვს, რომ არასწორ განცხადებებს არ ვაკეთებთ და არ ვიჭრებით სხვა სფეროში. როცა ვიჭრებით სხვა სფეროში, მაშინ ვკარგავთ ამ ნდობას ეს იქნება პოლიტიკა, მედიცინა. ანტივაქსერული მოძრაობა ძალიან ფართომასშტაბიანია მთელ მსოფლიოში და თუ ამაში ჩვენი სასულიერო პირები მონაწილეობენ, მე ეს არ მიმაჩნია გამართლებულად",- ამბობს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში  კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა 4 921 ახალი შემთხვევა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი