მილიონერი მეეზოვეების ხარჯზე - ოპოზიციას თბილსერვის-ჯგუფის ხელმძღვანელის დეკლარაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. რომეო მიქაუტაძე ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ბოლო დროის მეეზოვეების სკანდალში.
სწორედ მისი და კახა კალაძის მისამართით ისმოდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სკანდალური ბრალდებები. და ეს ბრალდებები ძირითადად კორუფციული ხასიათის იყო.
ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ თბილსერვისის უფროსის ბოლოდროინდელი მოულოდნელი გამდიდრება და ასობით ათასი დოლარის ღირებულების ქონების შეძენა ამართლებს კორუფციულ ბრალდებებს. ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს.