სოფელი სამება - მიწისძვრების ეპიცენტრი | მოსახლეობა ხელისუფლების ყურადღებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ჭურჭლის ხმაური სოფელ სამებაში მიწისძვრის ნიშანია. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი ბოლო დღეების განმავლობაში მიწისძვრების ეპიცენტრია. მხოლოდ ერთი კვირის  განმავლობაში ათზე მეტი მიწისძვრა მოხდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი ორ დღის წინ ღამის 2 საათზე,  5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რომელის ბიძგებიც თბილისშიც საგრძნობი იყო.

საქართველო-სომხეთის საზღვრის სამოქალაქო მცველები ხელისუფლების ყურადღებას ითხოვენ. ამბობენ, რომ წლებია "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მათი არსებობა მხოლოდ არჩევნებზე ახსენდება.

სოფელი სამება სეისმურად აქტიურ ზონაშია. დასახლება ვულკანური წარმოშობის ჯავახეთის ქედთან ყველაზე  ახლოს მდებარეობს. სპეციალისტების შეფასებით, სწორედ ამიტომ, გახშირებული მიწისძვრები ახლა ნამდვილად საყურადღებოა. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი