"მე პირადად, რომ გითხრათ, კმაყოფილი ვარ თუ არა აცრის ტემპით და ეს არის ის სასურველი ტემპი, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს კრიტიკული პერიოდის გადავლახოთ, ნამდვილად არა, დაახლოებით 35-40 000 მაინც უნდა ტარდებოდეს ვაქცინაცია დღის განმავლობაში, რომ კრიზისული პერიოდიდან გამოსვლის საშუალება მოგვეცეს. მეტი აქტიურობაა საჭირო ბიზნესსექტორისგან, აკადემიურ გარემოში აქტივობისა და ზოგადად მოქალაქეების ხელშეწყობის, რათა მეტი აცრა ჩატარდეს. "
თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.