რა დაჯდა საველე ჰოსპიტლები | ჯანდაცვის სამინისტროს კორუფციული სქემა

გამოქვეყნდა:

საველე ჰოსპიტლების კორუფციული სქემა. უმძიმეს ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ჯანდაცვის უწყება ახლა ეძებს ახალ სივრცეებს პაციენტებისთვის, ყიდულობს საწოლებს და სპეციალურ ტექნიკურ მოწყობილობებს. მთავრობა ამ მიზით სავარაუდოდ მილიონებს ხარჯავს, თუმცა ზუსტი რიცხვის დასახელება არავის შეუძლია.

რატომ არ იყო სისტემა მზად მორიგი ტრაგიკული ტალღისთვის? პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, მაგრამ არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ შარშან, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის შესაძენად და რესპუბლიკური საავადმყოფოს გასარემონტებლად თითქმის 40 მილიონი დაიხარჯა - ეს სივრცეები დღეს გამოუსადეგარი და უვარგისია.

სწორედ ამიტომ, ახლა ჰოსპიტალი ოლიმპიურ სოფელშია მოწყობილი, ჯანდაცვის სამინისტრო კი ოპერატიულ რეჟიმში რუსეთისგან ყიდულობს საწოლებს ისე, რომ არც კი იცის რა თანხას იხდის ბიუჯეტიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი