სადამსჯელო ოპერაცია პროტესტის ორგანიზატორის წინააღმდეგ. დასუფთავების სამსახურში დაწყებული გამოსვლების შემდეგ თბილისის მერია და თბილსერვის ჯგუფი ირაკლი ბაღდავაძის დისკრედიტირებითვის ყველა ხერხს იყენებენ.
ადამიანი, რომელმაც გაბედა, სხვებთან ერთად და ყველაზე ხმამაღლა გააპროტესტა არაადამიანური პირობები, რომლებშიც მეეზოვეებს უხდებათ შრომა, ახლა არ გამორიცხავს, რომ დააკავონ. მან უკვე მიმართა სახალხო დამცველს და ომბუდსმენმა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.
"სიცოხლით სავსე ქალაქის" მერს კი ულტიმატუმის ვადა რამდენიმე საათში ეწურება. 6 აგვისტოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ გაჟღერებული მოთოხვების ნაწილი კახა კაალაძის უწყებამ უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დედაქალაქის უბნები ისევ ნაგვით აივსება.