დაპირების გაცემის და შემდეგ ხალხის მოტყუების კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი - ბიძინა ივანიშვილისგან. ოლიგარქის წლების წინანდელი განცხადების მიუხედავად წყალტუბო ისევ სავალალო მდგომარეობაშია.
არანაირი ინვესტიცია და არავითარი გაყიდული და განახლებული სანატორიუმები. ადგილობრივი მოსახლეობა და დევნილები, რომლებიც დანგრევის პირას მყოფ შენობებში ცხოვრობენ, ისევ მოტყუებულები არიან.
უფრო მეტიც - ბოლო წლებში დროებითი საცხოვრებელი შენობები იმდენად დაზიანდა, რომ ცხოვრება აქ სიცოცხლისთვის სახიფათო გახდა.