"ოცნება" 1 ყალბი ამბის გავრცელებაში 100-200$-მდე იხდის - Facebook გვერდები კრიტიკული მედიის "გასაშავებლად"

გამოქვეყნდა:

პარტია "ქართული ოცნება" კრიტიკული მედიის "გასაშავებლად" სოციალურ ქსელში სხვადასხვა გვერდებს აფინანსებს და ამის დამალვას არც ცდილობს.

მაგალითად, Facebook-ის გვერდი სახელწოდებით "სინამდვილეში" "ქართული ოცნების" კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ არის შექმნილი და ამ ანგარიშის მთავარი მიზანი, კრიტიკული ტელეკომპანიების ეთერში გაჟღერებული ამბების უარყოფაა. ისინი ცდილობენ ხალხი მოატყუონ და ალტერნატიული რეალობა შესთავაზონ. 1 ყალბი ამბის გავრცელებაში "ქართული ოცნება" 100-200$-მდე იხდის -ინფორმაცია Facebook-ის გვერდზეც ჩანს.

სოციალურ სივრცეში ათობით ასეთი გვერდი შეიქმნა ნაწილს "ქართული ოცნება" აფინანსებს, ნაწილს კი პარტიასთან ასოცირებული პირები და ორგანიზაციები. ბოლო პერიოდში არაერთი ყალბი ანგარიში გააუქმა Facebook-მა.

ქსელის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ გვერდები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება "ქართულ ოცნებას" ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა გაუქმების შემდეგ ახალ-ახალი გვერდები მაინც იქმნება. 

მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი ანგარიშები აქტიურდება, როდესაც ხელისუფლების მიმართ საზოგადოების კრიტიკა იზრდება და ამ გზით გვერდები ცდილობენ, სხვა რეალობა შექმნან, საპირისპირო აზრის მქონე ადამიანები კი "გააშავონ" ყველა მეთოდით.

ამ ტიპის გვერდებზე კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგაც მუშაობენ. ხოლო "ტროლებისა და ბოტების" მეშვეობით იმ ჟურნალისტებს ემუქრებიან, რომლებიც ხელისუფლებას არ მოსწონს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი