დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების პროტესტი უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. თბილისის შემდეგ პრობლემებზე და არაადამიანურ სამუშაო პირობებზე ბათუმელი მეეზოვეები ალაპარაკდნენ. ისინიც ნორმალურ სპეცფორმებს და ადეკვატურ ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა ისევე როგორც თბილისის მერიაში, ბათუმშიც ამბობენ რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ცრუობენ.
ფაქტია, რომ ბათუმშიც და თბილისშიც მეეზოვეებს მძიმე სამუშაოს შესრულება ზამთრის ფორმებით უწევთ.