"სავარაუდოდ, სასმელში რაღაც ჩაუყარა, შემდეგ სექსუალურად იძალადა და ფული მოპარა" - ტურისტის მეგობარი

გამოქვეყნდა:

დანიელ ტურისტს, რომელიც ამბობს, რომ ერთ-ერთ სასტუმროში მასზე სექსუალურად იძალადეს, ექსპერტიზა დღეს ჩაუტარდება. შემთხვევა შაბათს, 21 აგვისტოს მოხდა. როგორც მისი მეგობარი "მთავარ არხთან" ყვება, 21 წლის დანიელი ტურისტი მას იმ დღესვე დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო. ამის შემდეგ, მათ სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში გადაამისამართა, თუმცა კლინიკაში უთხრეს, რომ დახმარებას ექსპერტიზის გარეშე ვერ გაუწევდნენ.

დანიელი ტურისტის მეგობარი ამბობს, რომ მასსა და სავარაუდო მოძალადეს შორის კონტაქტი ბარში შედგა, 21 წლის გოგო დარწმუნებულია, რომ კაცმა, მას სასმელში გარკვეული ნივთიერება ჩაუყარა, რის შემდეგაც მასზე სექსუალურად იძალადა და ფული მოპარა.

"მოძლადესთან [კონტაქტი] შედგა ბარში, სავარაუდოდ, მან რაღაც ნივთიერება ჩაუყარა სასმელში, შემდეგ მოახდინა სექსუალური ძალადობა და მოპარა ფული,- ამბობს ტურისტის მეგობარი.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, ცნობილია, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც დანიელ ტურისტზე სავარაუდოდ, იძალადა, ის პოლიციამ უკვე გამოკითხა. სავარაუდო მოძალადე ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი