გორის სამხედრო ჰოსპიტალი დახმარებას ითხოვს | კლინიკას 3 მლნ ლარის დახარჯვა სამეციდინო მოწყობილობებისთვის უნდა

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალი დახმარებას ითხოვს - სამედიცინო დაწესებულებამ, რომელიც მთლიანად კოვიდ პაციენტებს ემსახურება, საქართველოს შესყიდვების სააგენტოს განცხადებით მიმართა.

დოკუმენტში წერია, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მწვავე პრობლემაა პაციენტების ჟანგბადით, სამედიცინო აპარატურითა და სხვა მოწყობილიბებით უზრუნველყოფის საკითხი. ირკვევა, რომ არსებული აღჭურვილობა არ არის საკმარისი პაციენტების გაზრდილი ნაკადის მომსახურებისთვის.

იმისათვის, რომ სამხედრო ჰოსპიტალმა შეძლოს ინფიცირებული პაციენტების გაზრდილი ნაკადის მიღება და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა, საჭიროა უმოკლეს ვადებში მოხდეს სამედიცინო მოწყობილობების შეწყიდვა - წერია განცხადებაში. 

კლინიკაში, ამ დროისთვის, 170-მდე პაციენტი მკურნალობს, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული კლინიკა 3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს და შესყიდვების სააგენტოს სთხოვს უფლება მისცეს საჭირო ინვენტარი გამარტივებული ტენდერით შეიძინოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი