პედაგოგები დირექტორის წინააღმდეგ. სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, პირველი ექსპერიმენტული სკოლა კონფლიქტმა მოიცვა. რამდენიმე ათეული პედაგოგი დაწესებულების ხელმძღვანელს ღიად ადანაშულებს და განათლების სამინისტროს შესაბამისი წერილით მიმართავს.
ბრალდებები გამაოგნებელია - ბულინგის გარდა პედაგოგები ფიზიკურ ძალადობასა და თვალთვალზეც კი ლაპარაკობენ. დირექტორი დუმს. კომენტარს არ არკეთებს არც სამინისტრო, მხოლოდ განათლების ექსპერტები იხსენებენ, რომ გიორგი შავლაძე ერთხელ უკვე მოხსნეს სკოლის ხელმძღვანელის თანამდებობიდან, სწორედ მსგავსი ბრალდებებით.
იხილეთ ასევე: