23 მილიონის ჯარიმები - გადახდის ვადის ათვლა დაიწყო

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმების გადახდის ვადის ათვლა დაიწყო. 23 მაისიდან დასრულებულია საშეღავათო პერიოდი რომელიც სწორედ საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული ჯარიმებისა და საურავების გადახდას ეხებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომსახურების ცენტრები, თბილისსა და რუსთავში მოქალაქეთა მიღებას 27 მაისიდან განაახლებენ. შესაბამისად, კომენდანტის საათის დროს დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების გადახდა მოუწევთ.

შსს-ს ცნობით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 23 მილიონი ლარის ჯარიმები გამოწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი