ქუთაისში, თეთრ ხიდზე მინის იატაკი დამსხვრეულია. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია მინის დაზიანება. ხიდზე გავლა სიცოცხლისთვის საშიშია.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თეთრ ხიდზე მინა დაზიანდა.
შეგახსენებთ, ხიდს რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ხიდზე ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.