თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ემუქრებიან - მუხთარლი

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟუნრლაიტის აფგან მუხთარლის ცნობით, თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ემუქრებიან. როგორც მუხთარლი წერს, ჟურნალისტს ოჯახით აშანტაჟებენ. მან პოლიციას უკვე მიმართა:

"თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მიგრანტ ჟურნალისტს ემუქრებიან.  მას ვინც რეკავს მის ოჯახით აშანტაჟებენ. მომხდარის შესახებ პოლიციას გუშინ შეატყობინეს. დღეს პოლიციამ დაუკავშირდა ჟურნალისტს და დაჰპირდა ინციდენტის გამოძიებას. პოლიციის დაჟინებული მოთხოვნის გამო, მე არ ვწერ ჟურნალისტის სახელს და ტელეფონის ნომრებს, რომლებიც ემუქრებოდნენ მას. ვიმედოვნებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სერიოზულად მიიღებს მუქარას. ბაკიხანოვის შემდეგი ინციდენტი აღარ განმეორდება", - წერს აფგან მუხთარლი. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, თბილისში მყოფი აზერბაიჯანელი ბლოგერი. ჰუსეინ ბაკიხანოვი სასტუმრო "სტამბასთან" გარდაცვლილი იპოვეს. 

აფგან მუხთარლის მტკიცებით, ის შენობიდან გადმოაგდეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ბლოგერი 12 ივლისს აზერბაინაჯელთა ჯგუფმა სცემა, რის შემდეგაც, ნაცემმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებას ითხოვდა.  

ჟურნალისტი ჰუსეინ ბაკიხანოვი აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკოსი იყო და 7 მაისის ბაქოში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბაკიხანოვი მაშინ პოლიციას წამებაში ადანაშაულებდა. გარდაცვლილი ბაკიხანოვი ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი