გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადაიჩეხა - სავარაუდოდ არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა.

“TV25” – ის ინფორმაციით მანქანაში სამი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის კი, ერთი არასრულწლოვანი. მათგან გარდაცვლილია ერთი პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი