სოციალურ ქსელში ჟანგბადის ძებნა გაუგებარი პრაქტიკაა და ემსახურება დესტრუქციას - გაბუნია

გამოქვეყნდა:

"​კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ჟანგბადის ძებნა სოციალურ ქსელში არის აბსოლუტურად გაუგებარი პრაქტიკა და აბსოლუტურად მიუღებელია. ჟანგბადი ვისაც სჭირდება, ის პაციენტი იმყოფება კლინიკაში, კოვიდსასტუმროში, სადაც ჩვენ გვაქვს ჟანგბადის კონცენტრატორების, 1500-მდე ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა ჯანდაცვის სამინისტრომ და არის საკმარისი რაოდენობა, რომ ყველა პაციენტს, რომელსაც სჭირდება, ჟანგბადი მიიღოს. ბინაზე მყოფი პაციენტებისთვის ჟანგბადის ძიება, რა თქმა უნდა, ამ პაციენტების მდგომარეობის მართვას არ ნიშნავს და არც გაუმჯობესებას. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის პოსტები ემსახურება უბრალოდ დესტრუქციას და იმას, რომ მოსახლეობაში გამოიწვიოს პანიკა."

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი