ანას ბაღის დამცველებს თბილისის მერმა უსაქმურები უწოდა. კახა კალაძე ამბობს, რომ მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ბაღს საფრთხეს არ უქმნის, რადგან ის კიდევ უფრო გაფართოვდება.
ეს არის უსაქმური ადამიანების ჯგუფი, ანას ბაღს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზუსტად ჩვენი მერობის პირობებში ბევრი სკვერი და პარკი გადავარჩინეთ მშენებლობისაგან, - ამბობს კახა კალაძე.
ანას ბაღის დამცველებს კი დღეს მორიგი აქცია აქვთ დაგეგმილი. ისინი 17:00 საათზე შეიკრიბებიან. უკვე რამდენიმე თვეა ადგილობრივი მოსახლეობა და გარემოსდამცველები ვარკეთილში, კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.