ბიზნესი დახმარებას ითხოვს - რესტორატორებს მძიმე კოვიდპანდემიის ფონზე, საგადასახადო და საბანკო შეღავათები სჭირდებათ. ხელისუფლებისგან უყურადღებოდ დატოვებული რესტორატორები, სარესტორნო ქსელების დაკეტვის საფრთხეზე საუბრობენ.
"ხელისუფლების მიმართ გვაქვს რამდენიმე მოთხოვა და თხოვნა: შეგვიმსუბუქონ საგადასახადო გადასახადი. მეორე ეს არის ის, რომ ბანკებთან დაგვიდგნენ გვერდში, რადგან დიდი ვალები გვაქვს აღებული, რომ საქმე გვეწარმოა. პროდუქციისა და სხვა ფასების დარეგულირება. სხვანაირად ვერ გადავრჩებით", - ამბობს დიმიტრი ბარათაშვილი - რესტორან ,,144 საფეხურის'' დირექტორი.
ბიზნესისთვის გადარჩენის ერთ-ერთი მთავარი გზა, რესტორნებში ვაქცინირებული ხალხის დაშვებაა, რაც კერძო სექტორს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც "ქართული ოცნების" მისაღებია, რომ ბიზნესის გადასარჩენად ახალი რეგულაცია აამუშაოს.
"ხელისუფლებამ უნდა დააწესოს ეს რეგულაცია, რომ რესტორნებმა აღარ შემოვუშვათ აუცრელი ადამიანები რესტორნებში. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ასე მოხდეს",- ამბობს მერიკო გუბელაძე რესტორატორი.
ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი შეზღუდვები დააწესა: 25 აგვისტოდან, კვების ობიექტები, ნაცვლად 23 საათისა, 22 საათამდე მუშაობენ.
რეგულაციების თანახმად, 14 სექტემბრამდე აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.