ორსული კოვიდით სავარაუდოდ ქორწილში დაინფიცირდა - გარდაცვლილი აცრილი არ იყო 

გამოქვეყნდა:

ბათუმიდან გადმოიყვანეს ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა - ამბობენ კლინიკა "ბომონდში"  გუშინ გარდაცვლილ 26 წლის ორსულზე. 

კლინიკური მენეჯერის განმარტებით, ორსული ქალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. 

"კატასტროფის ბრიგადის მიერ ბათუმის სამშობიარო სახლიდან იქნა გადმოყვანილი 24 წლის გოგონა, 36 კვირის ორსულობის ვადაზე, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით. კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად, ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა. დაიბადა მდედრობითი სქესის ახალშობილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

საკეისრო კვეთის ჩატარების შემდეგ მელოგინე გადაყვანილ იქნა რეანიმაცია-ინტერნსიურ თერაპიის განყოფილებაში გადიოდა მკურნალობას. მდგომარეობის გაუარესებიდან გამომდინარე გუშინ ეს გოგონა გარდაიცვალა. ის აცრილი არ იყო",- ამბობს მამია ყიფიანი კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერი

ცნობისთვის, ახლობლები ამბობენ, რომ ბათუმელი ქალი  14 აგვისტოს ქორწილში დაინფიცირდა. 

ავტორი: თეა ვარშალომიძე

ამავე თემაზე:

კორონავირუსით ინფიცირებული ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი