კახა კალაძის საიდუმლო გეგმა ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებით. რა ელის ამ უდიდეს ობიექტს, რომელიც ათასობით ადამიანის შემოსავლის წყაროა, მაგრამ ცალსახად პრობლემური წარმონაქმნია დედაქალაქისთვისაც.
ელიავაზე დასაქმებულები დღეს მთელი დღეა განიხილავენ ინფორმაციას, რომელმაც არ არის გამორიცხული ისინი შემოსავლის გარეშე დატოვოს.
ირკვევა, რომ თბილისის მერი უკმაყოფილოა ბაზრობის იერსახით და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
ელიავას ბაზრობა თბილისს არ შეეფერება - ამ სიტყვებით გახსნა კახი კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომა. მერმა დღეს პირდაპირ თქვა რომ ბაზრობის მეწილეებთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე გაშენებული ნაგებობები მალე დაინგრევა, თუმცა როგორ გააგრძელებენ მოვაჭრეები მუშაობას ეს თბილისის მერს აღარ დაუკონკრეტებია.
ათასობით ადამიანი, რომელიც ელიავაზე მუშაობს დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო სვლა იქნება და რეალურად, ხელისუფლება მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად არაფერს გააკეთებს.