გეოლოგების თქმით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, სადაც მოძრაობა, გუშინ, 27 აგვისტოს აღდგა, გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ადგილზე დიდი ნაპრალები ცემენტითაა ამოვსებული, თუმცა პატარა ბზარები კვლავაც შესამჩნევია. სპეციალისტები გეოლოგიური კვლევების გასაჯაროებას მოითხოვენ.
"ამ ნაწილის გამაგრება არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოა მაჭავარიანის ქვედა მხარე. იქ საკმაოდ სერიოზული პრობლემებია არასწორი საინჟინრო გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე. აქ არ ვიცით რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, არის დახურული პროექტი. ვისურვებდი, რომ გასაჯაროებული იყოს კვლევა და კვლევის შედეგად საინჟინრო გადაწყვეტილება,- ამბობს თეა გოდოლაძე.
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე კი ამტკიცებს, რომ ტერიტორიაზე გადაადგილება უსაფრთხოა ჩატარებული კვლევები კი ყველასთვის საჯარო.