რუსი აგენტები და დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც საქართველოში შეცვლილი სახელებითა და გვარებით ცხოვრობენ - უკრაინელმა ჟურნალისტებმა დონბასში მებრძოლ რუსეთის დაზვერვის ოფიცერს თბილისში მიაგნეს.
ირკვევა, რომ ის ახლა შეცვლილი სახელითა და გვარით საქართველოში ცხოვრობს და ბიზნესითაა დაკავებული. მანამდე ის დონბასსა და სირიაში კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული ჯარისკაცების სტატუსით იბრძოდა. მუშაობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის. "ვაგნერი" კრემლთან პირდაპირაა გადაჯაჭვული, მის დაიქრავებულ მებრძლებს პუტინის პირად არმიასაც უწოდებენ, რადგან ისინი იბრძვიან ყველაზე ბინძურ ომებში, და კლავენ იქ, სადაც კრემლი რუსული არმიის შეყვანას ვერ ახერხებს.
რა მისიით იმყოფება ვაგნერის ყოფილი მებრძოლი თბილისში, უცნობია, სავარაუდოდ უსაფრთხოების სამსახურისთვის, რომელიც რუსეთის აგენტების ნაცვლად ჟურნალისტებს და ოპოზიციონერებს დასდევს და უთვალთვალებს.