დასეტყვილი ვენახები, განადგურებული მოსავალი და შიმშილისთვის განწირული მოსახლეობა. სტიქიამ ყვარლის, თელავისა და გურჯანის მუნიციპალიტეტების 10-მდე სოფელი ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. ადგილობრივები დიდ ზარალზე საუბრობენ, დახმარებას ხელსუფლებისგან ითხოვენ, თუმცა დღეს მათთან ადგილობრივი მთავრობდან არავინ მისულა.
სეტყვამ ყველაზე მეტად აკურას ადგილობრივი მცხოვრებლები დაზარალა. 70 წლის ქეთინო ბლუიშვილი სტიქიასთან გამკვლავებას მთელი დღის განამავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობდა. პენსიონერის მსგავსად ამ პრობლემის წინაშე რეგიონის მაცხოვრებლების უმრავლესობა დადგა.
თელავის მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს,რაც "ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი ადგილზე ჩავიდა და დაზარალებულ გლეხებს შეხვდა.
კახელი გლეხებმა დათვლა დაიწყეს, თუმცა ჯერ უცნობია აუნაზღაურდებათ თუ არა ზიანი ადგილობრივ მოსახლეობას.
იხილეთ ასევე: