
თევზჭერის ინდუსტრია კიდევ ერთი ტრადიციულია დარგია, რომლითაც ფოთი ცნობილია და სწორედ ამ დარგის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ წამოვიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 14 ახალი თევზსაჭერი გემის შეძენა და დღეს არსებული მოძველებული გემების ეტაპობრივი ჩანაცვლება... ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ უახლოეს პერიოდში ეს პროგრამა [თევზჭერის მხარდასაჭერი] გაგრძელდება და გაძლიერდება. ამაყები ვართ, რომ ქართული დროშა იფრიალებს ჩვენს თევზსაჭერ ფლოტზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი მეთევზეები ქართული სეინერებით გავლენ ზღვაში და არა - უცხო ქვეყნის სეინერებით. ამ პროგრამით უკვე შეიქმნა სულ მცირე ახალი 250 სამუშაო ადგილი".
- თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ფოთში.