მევენახეებს ერთჯერადი კომპენსაციის სახით სახელმწიფო 3 000 ლარს გადაუხდის

გამოქვეყნდა:

"მთავრობის გადაწყვეტილებით, დასეტყვილი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. რამდენიმე ლოკაციაზე გახსნილია პუნქტები, სადაც მევენახეები დაზიანებულ ერთ კილოგრამ რქაწითელს 80 თეთრად და ერთ კილოგრამ საფერავს 1 ლარად ჩააბარებენ. ეს არის მაქსიმალური კონპენსაცია, რასაც ჩვენი ფერმერები მიიღებენ. იმ მევენახეებს, რომელთაც სრულად გაუნადგურდათ ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით სახელმწიფო 3 000 ლარს გადაუხდის, რათა მოხდეს ვენახების აღდგენა და ყურძნის წარმოება."

ამბობს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი