მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე. მედიის წარმომადგენლებს დღეს თავკვეთულას მონასტრის ბერმა სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა, აგინა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. სასულიერო პირის გაღიაზიანება კი იმ მშენებლობების შესახებ დასმულმა შეკითხვამ გამოიწვია, რომელიც მონასტრის ეზოში, სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.
როგორც "მთავარმა" გაარკვია, უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო წლებია უშედეგოდ ცდილობს. თუმცა ცალკეული სასულიერო პირების წინაშე სახლემიფო უწყებები სრულიად უძლურნი აღმოჩნდნენ.
ეს არაა პირველი შემთხვევა როცა ამ მონასტრის ბერები ჟურნალისტებს ესხმიან თავს.
იხილეთ ასევე: