ღორები და ცხენები ქუთაისის ცენტრში - პროვინციულ დასახლებად ქცეული ყოფილი საპარლამენტო დედაქალაქი

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ტურისტულ ცენტრში დღეს ღორები დასეირნობენ, ერთ დროს საპარლამენტო დედაქალაქის სკვერებში კი ცხენები ბალახობენ.

წლებია გადათხრილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები, დაწყებული სამუშაოების ბოლომდე მიმყვანი კი არავინ ჩანს.

ქუთაისის დაკნინება ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დაიწყო, პარლამენტის თბილისში გადმოტანის შემდეგ ქალაქი საბოლოოდ დაიცალა. უმუშევრობასა და სიღარიბეს ქუთაისელების დიდი ნაწილი ემიგრაციაში გაექცა, ნაწილი დედაქალაქში.

ერთ დროს მოსახლეობით მეორე ქალაქი ახლა მესამე ადგილს სჯერდება. 23 საუკუნოვანი ისტორიის სანახავად ჩამოსულ სტუმრებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქუჩებში მოსეირნე შინაური ცხოველები და პროვინციული დასახლება ხვდებათ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი