"ჭია, მატლი, მარილი.." - სოფელ მიქელწყაროში "ოცნება" ოპოზიციის ამომრჩეველს სჯის

გამოქვეყნდა:

"ოცნება" ოპოზიციის ამომრჩეველს სჯის - სოფელ მიქელწყაროში, სადაც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიას არჩევნებზე მოსახლეობის ერთპიროვნული მხარდაჭერა არ აქვს, ადგილობრივებს პირდაპირ ეუბნებიან რომ პრობლემები იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოუგვაროს, რომელსაც ირჩევენ.

სოფელი სასმელი წყლის გარეშეა, მაშინ როდესაც გასულ წელს პრობლემის მოგვარებისთვის ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი დახარჯა.  

კასპის მერიაში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ მიქელწყაროში სასმელი წყლის პრობლემა არ არის და მოსახლეობა იგონებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი