დუშეთის სოფელ ყველათას არც გზა აქვს და არც ხიდი - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ყველათას მცხოვრებლები ხელისუფლებას სავარაუდო კორუფციულ სქემაში ადანაშაულებენ. 

ათობით ადამიანი სამედიცინო დახმარებისთვის სოფლიდან ქალაქამდე ფეხით რამდენი ათეულ კილომეტრს ფეხით საავტომობილო გზის არ ქონის გამო გადის. დაუსრულებელია ხიდის მშენებლობაც.

ადგილობრივები ელოდებიან დუშეთის მერისგან პასუხს - რატომ არ შეასრულეს დაპირება და სად წავიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

"სოფელში სტუმრად მოვიდა ქალი, დაიღუპა და უნდა წავიყვანოთ და მივიყვანოთ თავის სამშობლოში, მაგრამ ისე მოვარდა ეს წყალი, რომ წაგვართვა",- ყველა სოფელ  ყველათას მცხოვრები. 

მოსახლეობა სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს, არსებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდის რეაბილიტაციისთვის 100 000 ლარი გამოყო, თუმცა სოფელს ხიდი ამ დრომდე არ აქვს. 

მუნიციპალიტეტის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი