კასპის რაიონი სოფელი მიქელწყარო წლებია სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, მაშინ როდესაც გასულ წელს პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დახარჯა. ადგილობრივები სასმელ წყალს გრაფიკით ხშირ შემთხვევაში კი საერთოდ ვერ იღებენ.
ამ ყველაფერში კი მმართველ გუნდს ადანაშაულებენ და ამბობენ რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციის ამომრჩეველს სჯის, რადგანაც მიქელწყაროში მცხოვრებლებს პირდაპირ ეუბნებიან რომ პრობლემები იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა მოუგვაროს, რომელსაც ირჩევენ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი თითქმის უკვე ერთი თვეა რაც შვებულებაშია და ამის გამო მას სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დღეს მთავარ არხთან მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას ტყუილში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა რომ მიქელწყაროს მოსახლეობას სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდება.
მოსახლეობას უგზოობის პრობლემაც აწუხებს. ოპოზიციაში ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ და თვლიან რომ მმართველი გუნდი მხოლოდ მათი ამომრჩევლის კეთილდღეობაზე ზრუნავს.