
"ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა ფუნქციები გააჩნია ჟურნალისტს. ჟურნალისტი არ არის ის პირი, რომელიც აბსოლუტურად ხელშეუხებელია, რომელსაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა.
საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველა კითხვაზე სცემენ პასუხს, არ მგონია, რომ რომელიმე ეპისკოპოსს ან სასულიერო პირს პრობლემა ჰქონდეს, ამიტომ ის, რომ რომელიღაც სასულიერო პირმა რომელიღაც მონასტერში ჟურნალისტისთვის მიუღებელი კითხვები თქვა, არ მგონია იმის საფუძველი იყოს, რომ ჩენ ვისაუბროთ პრობლემაზე სასულიერო პირებსა და ჟურნალისტებს შორის"
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი თავკვეთულას მონასტრის ბერის მხრიდან "ფორმულას" ჟურნალისტზე თავდასხმასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას.