ძლიერი ქარის შედეგად 13 ავტომობილი დაზიანდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, უამინდობის შედეგად არცერთი მოქალაქე არ დაშავებულა.
შეტყობინებების უმეტესობა ხის ან ტოტების მოტეხის შესახებ იყო, დაფიქსირდა რამდენიმე სარეკლამო ბილბორდის დაზიანებაც და შემთხვევები, რა დროსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა. ხის ტოტების მოტეხის შედეგად, ჯამში, დაზიანდა 13 ავტომობილი, - წერია განცხადებაში.
დედაქალაქის რამდენიმე უბაში მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები და სარეკლამო ბანერები.