
საქმე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ამისთვის საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების მოყვანა ხელისუფლებაში, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებაში. ასეთი ხალხისგან არის დაკომპლექტებული ქართული ოცნება. ჩვენ ჩვენი მიღწევებით, შრომით, საქმით, სიყვარულით ხალხისადმი და ქვეყნისადმი, ვაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა შეცდომებიც მოგვდის, მაგრამ ვასწორებთ, ვიაზრებთ და მივდივართ წინ.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამტრედიაში ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, დავით ბახტაძის წარდგენისას.