მუსლიმური სამყარო დღეს რამადან ბაირამს აღნიშნავს

გამოქვეყნდა:

მუსლიმური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს. ერთთვიანი მძიმე მარხვა დღეს დასრულდა.  

წელს დღესასწაული განსხვავებულად ტარდება. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, მეჩეთებში ლოცვები აღარ ჩატარდა და მორწმუნეები მხოლოდ სალოცავის ეზოში შეკრიბნენ. მათ მეჩეთებში შესაწირი მიიტანეს, ხოლო ლოცვები საკუთარ სახლებში აღავლინეს.

 ტრადიციული სახალხო ზეიმი გაუქმდა მარნეულშიც. 

დღეს ისლამური სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. რამადან ბაირამობას ვულოცავ ყველა მუსლიმს. დღეს ყველა მუსლიმი მოვიდა მეჩეთში, შესაწირი დატოვა, ერთმანეთს მიულოცეს და წავიდნენ. სამწუხაროდ, პანდემიის საშიშორების გამო, მეჩეთში საერთო ლოცვები არ შევასრულეთ, - ამბობს მარნეულის იმამ ალის სახელობის მთავარი მეჩეთს წინამძღვარი, ჰაჯი ჰაჯიევი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი