
ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება მშვიდად, წყანარად და მტკიცედ მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა. 3 წელი ქვეყანაში აღარ იქნება არჩევნები. 2024 წლამდე არ გაიმართება არჩევნები ქვეყანაში. ამიტომ ეს პერიოდი, მართლაც გამონაკლისი 3-წლიანი პერიოდია, ვინაიდან მანამდე თუ გადახედავთ, 8 წლის განმავლობაში 7 არჩევნები ჩავატარეთ. ყოველ წელს მოსახლეობა დავღალეთ ამდენი არჩევნებით და ამდენი დამღლელი საარჩევნო კამპანიებით.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტყიბულში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, დავით ჩერქეზიშვილის წარდგენისას.