ორგანიზაციამ "სამართალი ჟურნალისტებისთვის" გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში არსებულ მედია გარემოს შეისწავლის.
კვლევაში, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს ეხება, განხილულია ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის კონკრეტულ საქმეები და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევები.
კვლევაში ნახსენებია კონკრეტული საქმეები, როგორიცაა 20 ივნისის საქმე, როდესაც პოლიცია დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს ჟურნალისტებს, თავდასხმა დამოუკიდებელ მედია მენეჯერზე ნიკა გვარამიაზე, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე და რუსთავი 2-სა და ტვ პირველის საქმეები.
დამოუკიდებელი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი საქართველოში შექმნილ სიტუაციას მედიასთან დაკავშირებით, რუსეთში პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდს ადარებს.
კვლევის შედეგები ჩემთვისაც გამაოგნებელი იყო, იმიტომ, რომ ყოველთვის ვამაყობდი, როგორი მდგომარეობა იყო პოსტსაბჭოთა სივრცისგან განსხვავებით საქართველოში. კვლევამ დამანახა, რომ საქართველო ტოტალიტარიზმისკენ მიდის. უამრავი შემთხვევაა ჟურნალისტების უფლებების დარღვევის მიმართულებით. ეს დაკავშირებულია ხელისუფლების სურვილთან სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს და გააჩუმოს ოპოზიციური არხები. მიმდინარე მოვლენები საქრთველოში ძალიან მაგონებს პუტინის რუსეთს, რომელიც 20 სწლის წინ ხელოსუფლებაში მოვიდა და საბჭოთა პროპაგანდა გააცოცხლა. ის ამისთვის იარაღად სასამართლო ხელისუფლებას იყენებდა, - ამბობს ჟურნალისტი.
ორგანიზაცია "სამართალი ჟურნალისტებისთვის" მომზადებული კვლევა სამ ქვეყანას, საქრთველოს, მოლდოვასა და სომხეთს შეეხება და ის 2017-2019 წლების პერიოდს მოიცავს.