"გუშინ წავიკითხე მისი კომენტარი, როცა საუბრობს ინსტიტუტის დანგრევაზე... ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც მაშინ, როცა შს მინისტრი იყო, გახსოვთ ალბათ, გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა, კლუბებში შევიდა, ააწიოკა ხალხი შემდეგ გამოვიდა და ბოდიში მოუხადა ხალხს, რომლებმაც შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, მათ შორის იმ ხალხს რომელსაც თვითონ ეძახდა ნარკომანებს და ასე შემდეგ."
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის წინამორბედზე, პარტიის "საქართველოსთვის" დამფუძნებელ გიორგი გახარიაზე საუბრისას.